აზერბაიჯანმა „კოვიდ კარანტინი“ აპრილამდე გააგრძელა - სახმელეთო საზღვარი, მათ შორის საქართველოსთან, კვლავ ჩაკეტილია
შეზღუდვის ფარგლებში, ჩაკეტილი რჩება საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარიც.
აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, კარანტინის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ხელი 27 დეკემბერს მოაწერა.
შეზღუდვა ძალაში იქნება, სულ მცირე, 2025 წლის 1 აგვისტოს დილის 6 საათამდე.
აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს მოგზაურობა ქვეყნებს შორის მხოლოდ ავიამიმოსვლით შეუძლიათ.
აზერბაიჯანის სახმელეთო გზის გახსნის აუცილებლობის შესახებ არაერთხელ განაცხადეს საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის მარტის შეფასებით, აზერბაიჯანთან დაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო საქართველომ 1,5 მლნ ტურისტი და 400 მლნ დოლარი დაკარგა.