Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

არჩევნების წინ ლუკაშენკამ კვლავ შეიწყალა პატიმრები

0
ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ იანვარში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიწყალა 20 პირი, რომლებიც ექსტრემიზმის ბრალდებით იყვნენ გასამართლებული, და რომელთა ბრალდებებსაც უფლებადამცველები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.


ლუკაშენკას პრესსამსახურის ცნობით, შეწყალებები დაეფუძნა ჰუმანიტარულ მოსაზრებებს, გათავისუფლებულთაგან 14 პირს აქვს ქრონიკული დაავადებები, 10-ს ჰყავს შვილები. ამავე წყაროს ცნობით, 20-დან 11 გათავისუფლებული პატიმარი ქალია.


პრესსამსახურის ცნობით, ყველა პატიმარი შეწყალებას ითხოვდა და სინანულს გამოხატავდა - ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. პრესსამსახური იუწყება, რომ ხელისუფლება "თვალს ადევნებს მათ ქცევას გათავისუფლების შემდეგ".



ივლისის შემდეგ ლუკაშენკამ გაათავისუფლა 225-ზე მეტი პირი, რომლებსაც აქტივისტები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. უფლებადამცველებმა ბელარუსში 3600-მდე პოლიტპატიმარი აღრიცხეს მას მერე, რაც ბელარუსის ხელისუფლებამ მასშტაბური რეპრესიების განხორციელება დაიწყო დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტებზე. ბელარუსში საპროტესტო ტალღამ იფეთქა 2020 წლის აგვისტოს არჩევნების შემდეგ - როცა ხელისუფლებაში 1994 წლიდან მყოფმა ლუკაშენკამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, მილიონობით მოქალაქე კი არჩევნებს გაყალბებულად თვლიდა.


26 იანვრის არჩევნების წინ ლუკაშენკა შესაძლოა ცდილობდეს დასავლეთს გაუგზავნოს სიგნალი, რომ ამსუბუქებს რეპრესიებს მოქალაქეებზე.


მაგრამ რეპრესიები გრძელდება, ხშირია სასამართლო პროცესები, რომლებსაც აქტივისტები პოლიტიკურად მოტივირებულად აცხადებენ. ციხეში რჩება, სულ მცირე, 1253 მოქალაქე, რომლებსაც უფლებადამცველები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ - და რომელთა რეალური რიცხვი, დიდი ალბათობით, ბევრად მაღალია.



ლუკაშენკას მმართველობის პირობებში ბელარუსი დაუახლოვდა რუსეთს და დახმარება გაუწია რუსეთის ომს მეზობელ უკრაინაში - მათ შორის, რუსეთის ძალებისთვის უფლების მიცემით უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდანაც შეჭრილიყვნენ. ლუკაშენკა აცხადებს, რომ რუსეთის ბირთვული იარაღი ბელარუსში განთავსდა. მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის 30 წლის განმავლობაში ლუკაშენკა ასევე ცდილობდა ბელარუსის პოზიცია წარმოეჩინა შუალედურ სივრცედ აღმოსავლეთით რუსეთთან და დასავლეთით ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებით.


 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Александр Бублик

Астана? Бублик назвал город, в котором будет жить после завершения карьеры






МТС: каждый второй зумер в 2024 году покупал товары на маркетплейсах

Следует знать всем: скоро в России появятся новый дорожный знак и красная разметка

К 2030 году мировой флот СПГ-танкеров поделят между собой Россия и Япония

Тротуары с подогревом и комнаты для велосипедов: тренды в элитной недвижимости в 2025 году