100 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯიმი კარტერი - აშშ-ის ექსპრეზიდენტი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი
ჯიმი კარტერი - წარსულში მიწის თხილის ფერმერი - ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ ამერიკელ ხალხს არასოდეს მოატყუებდა. კარტერი პრეზიდენტი იყო 1977-დან 1981 წლამდე, მისი პრეზიდენტობის წლებს იხსენებენ ღირსების დაბრუნების ძალისხმევად თეთრი სახლისთვის, უოტერგეიტის სკანდალის და ვიეტნამის ომის შემდეგ.
კარტერის პრეზიდენტობისას მოხდა ირანში აშშ-ის მძევალთა 444-დღიანი კრიზისი, აშშ-ში იყო ეკონომიკური პრობლემები, რამაც ხელი შეუწყო 1980 წელს რონალდ რეიგანის დიდი უპირატესობით გამარჯვებას. არჩევნებში დამარცხების შემდეგ კარტერი გახდა ადამიანის უფლებების, მშვიდობის, დემოკრატიის და გარემოს დამცველი გლობალურ ასპარეზზე, მას იცნობდნენ აშშ-ის პირველ ლიდერად, რომელიც სერიოზულად მოეკიდა კლიმატის ცვლილებების პრობლემას. ამ ძალისხმევისთვის კარტერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
კარტერმა თავისი მეასე დაბადების დღე 2024 წლის ოქტომბერში აღნიშნა. მას კიბოს დიაგნოზი ჰქონდა და ბოლო 19 თვე პალიატიური ზრუნვის პირობებში იყო.