Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2024

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო კიბერშეტევაში ადანაშაულებს ჩინეთის სპონსორობით მოქმედ ჰაკერებს

0
ჰაკერების ჯგუფმა, რომლის სპონსორიც ჩინეთის მთავრობაა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინის(ფინანსთა სამინისტროს) კომპიუტერულ სისტემაში შეაღწია. ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის „ამერიკის ხმა“ და სააგენტოები Reuters-ი და AFP იუწყებიან ფინანსთა სამინისტროში ინფორმირებულ წყაროებზე დაურდნობით.


შეტყობინება ჰაკერების ჯგუფის, Advanced Persistent Threat-ის(APT) მიერ განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 8 დეკემბერს მიიღო.


ჰაკერებმა ხაზინის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის კომპანია BeyondTrust-ის სისტემაში შეღწევით შეძლეს ფინანსთა სამინისტროს სამუშაო კომპიუტერებსა და არასაიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის მოპოვება.


აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ინციდენტის შესახებ კონგრესს აცნობა და თანამშრომლობა დაიწყო კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსა და ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან. ფინანსთა სამინისტრო ნებისმიერ კიბერშეტევას, რომელიც ჯგუფ APT-ს უკავშირდება, სერიოზულ ინციდენტად განიხილავს.






 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Юлия Путинцева

Всегда непросто. Первая ракетка России объяснила победу над Путинцевой






Соцфонд проиграл УФАС дело о закупке протеза

Страшные вести приходят с Камчатки

Овчинский: Два дома по программе реновации построили на северо-западе Москвы

Гидрометцентр спрогнозировал в Москве на выходные облачную погоду и до 4 градусов тепла