Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2025

ახალი წლის ღამით რუსეთმა კიევზე დრონებით მიიტანა იერიში

0
რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა 1 იანვარს დილით კიევს შეუტიეს. პეჩერის რაიონში ნაწილობრივ დანგრეულია საცხოვრებელი სახლის ზედა ორი სართული. უკანასკნელი მონაცემებით, დაშავდა ექვსი ადამიანი, ორი მათგანი ჰოსპიტალიზებულია.


ამის შესახებ „რბკ-უკრაინა“ იტყობინება დედაქალაქის მერზე, ვიტარი კლიჩკოზე დაყრდნობით.


მისი სიტყვებით, დრონის ნამსხვრევები ასევე დაეცა არასაცხოვრებელ შენობას, საცხოვრებელი სახლის სახურავზე და ერთ-ერთ ბინაში კი ხანძარი გაჩნდა.


როგორც იტყობინებიან, ხანძარი გაჩნდა პეჩერის რაიონში მდებარე ეროვნული ბანკის კორპუსის სახურავზე. ცეცხლი ჩააქრეს. შენობა მდებარეობს სამთავრობო კვარტალში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან რამდენიმე ასეულ მეტრზე.


უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დრონების მორიგი იერიში დაიწყო ახალი წლის პირველ საათებში. როგორც უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები იტყობინება, რუსეთმა უკრაინას შეუტია 111 დრონით, მათგან 63 ჩამოგდებულია. 46 დაიკარგა. ორი დრონი რუსეთსა და ბელარუსში გაფრინდა.


საჰაერო თავდაცვა მუშაობდა პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ხმელნიცკის, კიროვოგრადისა და ნიკოლაევის ოლქებში.


ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის თანახმად, დარტყმის შედეგად ერთ-ეთრ დასახლებულ პუნქტში ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე კერძო სახლს, ერთი ქალი გადაარჩინეს.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко вышла в ⅛ финала турнира WTA-1000 в Индиан-Уэллсе






«Столько испытаний на ее долю выпало»: жизнь, творческий путь и смерть певицы Юлии Началовой

Для них будет в 2 раза дешевле: РЖД сообщило о 50% скидке для этой категории россиян

В Москве арестован один из самых опасных преступников Румынии

"КИБЕР КОРОЛЬ, БЕЛЫЙ БРАТ, ВОЖДЬ КРАСНОКОЖИХ" ЛИБО "СВЯТОЙ ЛЕНИН" МЕССИЯ? СЕНСАЦИЯ! Дональд Трамп, В.В. Путин. Новости. Россия, США, Европа могут улучшить отношения и здоровье общества?!