რუსეთის ჯარი პოკროვსკის ალყაში მოქცევას და ლოგისტიკის გარეშე დატოვებას ცდილობს - დაჯგუფება "ხორტიცა"
ტრეგუბოვმა დასძინა, რომ რუსეთის არმია უკვე ჩიხშია მოქცეული და დიდი დანაკარგები განიცადა ქალაქის ბრძოლების დროს ჩასივ იარსა და კურახოვოში და, შესაბამისად, თავს არიდებს ფრონტალურ თავდასხმებს პოკროვსკში.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, პოკროვსკის მიმართულებით ყველაზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. ინიციატივის მოსაპოვებლად და წინააღმდეგობის გასატეხად, რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები 38-ჯერ შეუტიეს. ამასთან რაოდენობით აღმატებული რუსეთის არმია იყენებს ჩვეულ ტაქტიკას - უპილოტო ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით მცირე-მცირე ჯგუფების შეტევას.
რუსეთის არმიამ პოკროვსკისკენ იერიშები დეკემბრის ბოლოს წამოიწყო, მაგრამ, უკრაინის სარდლობის ცნობით, რუსი სამხედრო ჯერჯერობით ქალაქის განაპირამდეც ვერ ახერხებენ პოზიციების გამაგრებას.