Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2025

ზუგდიდში თავსაბურავის ტარების გამო აქტივისტი სამართალდამრღვევად მიიჩნიეს

0
ზუგდიდში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა თავსაბურავის, ე.წ. ბალაკლავას ტარების გამო პოლიციამ კვლავ სამართალდამრღვევად მიიჩნია. აქციის მონაწილის მიმართ ადმინისტრაციული წესით საქმის წარმოება დაიწყო. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. მანამდე, 30 დეკემბერს, ასევე თავსაბურავის ტარებისთვის პოლიციამ მარიამ სიჭინავასთან ერთად კიდევ ორი აქციის მონაწილის მიმართ დაიწყო საქმის წარმოება.



მარიამ სიჭინავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისთვის უცნობია როდის გაიმართება მისი სასამართლო პროცესი - სწორედ სასამართლო გადაწყვეტს 2000 ლარით დააჯარიმებს თუ გაფრთხილებით შემოიფარგლება.



პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები არ აღიარებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც მათი თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს.



საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე. კანონში შესულ ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებას მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტად ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი. ყაველაშვილის ლეგიტიმურობას არ ცნობენ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.



„სასამართლოდან არავინ დამკავშირებია ჯერ. არ ვაპირებ არც პოლიციაში და არც სასამართლოში გამოცხადებას… ვაპირებ კვლავ ვატარო ბალაკლავა და გავაგრძელო დაუმორჩილებლობა”,- თქვა მარიამ სიჭინავამ.






ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები 30 დეკემბერს,

ზუგდიდის აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებით გააპროტესტეს.



სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას ყოველდღიურად მართავენ. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას და თბილისში, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева вернется в топ‑10 обновленного рейтинга WTA






Стартовал проект «Хранители истории»

Многофункциональный центр с ФОК построят по программе КРТ в районе Филевский Парк

Матвиенко предложила сократить прием абитуриентов в столичные вузы

Московский пенсионер за неделю перевел мошенникам 10 миллионов рублей