Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

რუსეთის სასამართლოებმა წელიწად-ნახევარში 25,8 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმები დააკისრეს "უცხოეთის აგენტებად" მიჩნეულებს

0
რუსეთის სასამართლოებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში ე.წ. უცხოეთის აგენტებს დააკისრეს 25,8 მილიონი რუბლის (დაახლოებით 238 000 დოლარი) ოდენობის ჯარიმები, თავიანთ სამუშაოში აუცილებელი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის გამო - სასამართლო დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო TASS-ი.


ამ მონაცემების თანახმად, 2023 წლის დასაწყისიდან 2024 წლის შუა პერიოდამდე, საერთო ჯამში დაწესდა 620 ჯარიმა, მათგან 471 დაეკისრა ფიზიკურ პირებს, 67 შემთხვევა კი მიმართულია ორგანიზაციათა თანამდებობის პირებისადმი, ხუთჯერ დააჯარიმეს უცხოელები.


სტატისტიკა მოწმობს, რომ დაჯარიმების ტემპი ჩქარდება. მთელი 2023 წლის განმავლობაში სასამართლოებმა 15,2 მილიონი რუბლის (დაახლოებით 140 000 დოლარი) ოდენობის 368 ჯარიმა დააწესეს "უცხოეთის აგენტების" მუშაობის წესების დარღვევებისთვის, ხოლო 2024 წლის მხოლოდ პირველი ნახევრის განმავლობაში გამოწერილ იქნა 252 ჯარიმა, რომლის მოცულობა 10,6 მილიონი რუბლია (დაახლოებით 100 000 დოლარი).


"უცხოეთის აგენტებად" მიჩნეულებმა საკუთარი ნებით ან იძულებით გადაიხადეს ჯარიმათა მხოლოდ მეექვსედი - 4 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 37 000 დოლარი) ოდნავ ნაკლები.


"უცხოეთის აგენტების" ერთიანი რეესტრი 2022 წლიდან მოქმედებს და ამჟამად მასში 906 პირი და ორგანიზაციაა თავმოყრილი. სია ფაქტობრივად ყოველდღე იზრდება.


რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია უცხოეთის აგენტად გამოაცხადოს ის, ვინც იმყოფება „უცხოური გავლენის ქვეშ“, რისი განმარტებაც კანონში ძალიან ბუნდოვანია. 


უცხოეთის აგენტის სტატუსი, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს, რომ სტატუსის მქონე ვალდებულია კვარტალურად წარმოადგინოს ინფორმაცია პირად ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესახებ და მოახდინოს ყველა საჯარო შეტყობინების მარკირება. ანგარიშში შეცდომები ან მარკირების არარსებობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.


„უცხოეთის აგენტებს“ ეკრძალებათ, რომ იყვნენ არჩეული, იყვნენ საარჩევნო კომისიების წევრები და არჩევნების დამკვირვებლები, ასწავლონ სახელმწიფო დაწესებულებებში, იყვნენ საჯარო ღონისძიებების ორგანიზატორები, კონტრაქტით იმსახურონ ჯარში. რუსეთის ხელისუფლება მუშაობს „უცხოეთის აგენტების“ უფლებების ახალ შეზღუდვებზე.


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Горан Иванишевич

Иванишевич впервые прокомментировал скандал вокруг Рыбакиной и Вукова






Ловите мультяшек и получайте подарки: присоединяйтесь к интерактивный игре по столице

По делу о взрыве петарды в руках подростка в Подмосковье арестован продавец

«Дорогая моя столица». Ростов оказался в рейтинге самых дорогих городов мира

Синоптик Ильин: столичный регион в выходные ждёт мокрый снег и гололедица