Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

რუსი სამხედროები ხუთი პატიმრის მკვლელობაში დაადანაშაულეს

0
მიმდინარე წლის დასაწყისში რუსმა სამხედროებმა ტყვედ ჩაბარებული ხუთი უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს, - ამის შესახებ უკრაინული ანალიტიკური პორტალი Deep State და დონეცკის საოლქო პროკურატურა იუწყებიან.

საუბარია ორ შემთხვევაზე, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების სხვადასხვა ადგილზე მოხდა: სოფელ ნესკუჩნოესა და დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის სოფელ ვრემევკაში.

Deep State-ის მონაცემების თანახმად, რაც უპილოტო დრონით გადაღებული ფოტოებითაც დასტურდება, "3 იანვარს ნესკუჩნოეს რაიონში რუსი სამხედროები ატარებდნენ უკრაინის 141-ე ქვეითი ბრიგადის გამაგრებული პოზიციების შტურმს, რა დროსაც სამი უკრაინელი ჯარისკაცი ტყვედ ჩაბარდა, მათ შეუკრეს ხელები, გამოიყვანეს პოზიციის წინ და კეფაში სროლით დახოცეს".

იმავე დღეს, პროკურატურის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების შტურმის დროს, ვრემევკის რაიონში რუსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს ორი უკრაინელი სამხედრო და ბლინდაჟებიდან ამოიყვანეს. ამის შემდეგ ჯარისკაცები პირდაპირ დამიზნებით სროლით დახვრიტეს.

უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ მან კიდევ ერთხელ მიმართა "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს" და გაეროს. "ამ ორგანიზაციებმა უნდა მოახდინონ ზეწოლა რუსულ მხარეზე, რომ შეაჩეროს ასეთი ქმედებები", - განმარტა მან.



მანამდე ლუბინეცმა თქვა, რომ 2024 წელს რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი პატიმრების მკვლელობის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა ომის წინა ორ წელთან შედარებით.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Шнайдер вышла в четвертьфинал турнира WTA в Аделаиде после отказа соперницы






В Госдуме призвали певца Алексея Воробьева вернуться из США в Россию

Внезапно умер ресторатор, создавший проекты «Обломов» и Bistrot Кирилл Гусев

Славянский рок Византии

Россия рассматривает проект о вступлении Армении в ЕС как начало выхода из ЕАЭС