Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30
31

ნატო ათამდე ხომალდის გამოყენებით დაიწყებს ბალტიის ზღვაში კრიტიკული ობიექტების დაცვას

0
კვირის ბოლოდან ნატო 10-მდე ხომალდის გამოყენებით დაიწყებს ბალტიის ზღვაში კრიტიკული ობიექტების დაცვას. ამის შესახებ ფინური სამაუწყებლო პორტალი Yle იტყობინება.


უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ უკვე ბალტიის ზღვაში მყოფი გემები, ასევე ხომალდები, რომლებსაც უშუალოდ ნატოს ქვეყნები გაგზავნიან. ეს ძალები ზღვაში აპრილამდე დარჩებიან.


გემები პირველ რიგში შეასრულებენ შემაკავებელ ფუნქციას და მოახდენენ იმ რაიონების პატრულირებას, სადაც განლაგებულია ენერგეტიკული და სატელეკომუნიკაციო კაბელები. ამასთან, საერთაშორისო წყლებში ნატოს არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს სხვა ქვეყნების გემების გავლას.


ფინეთის ყურის დაცვას ფინეთისა და ესტონეთის ძალები გააგრძელებენ.


ნატოს სამხედრო ალიანსმა ფინეთისა და ესტონეთის მოთხოვნით გადაწყვიტა, ბალტიის ზღვაში ყოფნა გააძლიეროს წყალქვეშა კაბელების ბოლოდროინდელი დაზიანების ფონზე.


შარშან, 25 დეკემბერს ფინეთისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ტანკერმა Eagle S-მ ფინეთის ყურეში დააზიანა ელექტროკაბელი Estlink 2 და ოთხი სატელეკომუნიკაციო კაბელი. ჰელსინკისა და ტალინის თანახმად, ტანკერი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და მოსკოვს ეხმარება დასავლეთის სანქციების გვერდის ავლასა და რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებისთვის მიწოდებაში.


შარშან ნოემბერში დაზიანდა კაბელი შვედეთს, ლიეტუვას, ფინეთსა და გერმანიას შორის.


2023 წლის ოქტომბერში ჩინეთის ხომალდმა Newnew Polar Bear-მა გაზსადენი Balticconnector-ი და რამდენიმე კაბელი დააზიანა.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Евгений Кафельников

Теннисист-чемпион Кафельников несерьезно отнесся к успехам хоккеиста Овечкина






Осужденный за финансирование ИГ тренер Исматзода объявлен террористом

Встреча на Холме Славы

Найдите 5 отличий: Александр Панайотов превратился в Диму Билана и сбил с толку поклонников

Авиалайнер из Москвы 25 января задержался с прилетом во Владивосток