Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო გლოვის ნიშნად სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს

0
საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღეა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მომხდარი ტრაგედიის გამო. 5 იანვარს სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი დაიღუპა. მათ დღეს, 9 იანვარს, დაკრძალავენ.


გლოვის ნიშნად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.


ინფორმაცია, რომ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა, 8 იანვარს გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა. განკარგულებას ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. 


ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვა 6 იანვარს იყო გამოცხადებული.




ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში 5 იანვარს, დილით მომხდარი ტრაგედიის დროს სახლში იმყოფებოდნენ ბებია და მასთან ზუგდიდიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი.


ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. ადგილობრივ მცხოვრებთა თანახმად, ბებიას, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა. ხის პატარა სახლს ცეცხლი სწრაფად მოედო. ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის.


ბავშვების ბებია დამწვრობით თავდაპირველად რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი - ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Александр Зверев

Australian Open. 12 января. Турнир начнут Котов, Зверев, Рууд, Мирра Андреева, Павлюченкова, Потапова, Блинкова, Соболенко






Как нельзя похудеть после новогодних каникул, рассказали в депздраве Москвы

Тишковец: начавшийся год поразил аномалией тепла, зимы уже не будет

В Калужской области ФСБ пресекла деятельность подпольных оружейников

Музей Победы представит выставку о защитниках Балтийских рубежей