Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

13 ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად

0

უკრაინელმა მაშველებმა 8 იანვარს, ღამით დაასრულეს მუშაობა ქალაქ ზაპოროჟიეს რაიონში, რომელიც რუსეთის ჯარებმა დღისით დაბომბეს.

ხანძრის ლიკვიდაციის და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ, უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ დაიღუპა 13 და დაშავდა 63 ადამიანი.

პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ორჯერ დაარტყეს მართვადი ავიაბომბებით, რომლებიც „ინფრასტრუქტურული ობიექტის ადმინისტრაციული ნაწილის“ მახლობლად და გზის სავალ ნაწილზე აფეთქდა.

ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს. სამიზნის შესახებ არაფერი უთქვამს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსაც.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპულების და დაშავებულების უმრავლესობა ინფრასტრუქტურული ობიექტის გარეთ, მეზობელ ქუჩაზე ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმყოფებოდა.

აფეთქებების შედეგად დაზიანებულია სამარშრუტო მიკროავტობუსი, ტრამვაი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Окленд (ATP). 2-й круг. Табило поборется с Басаваредди, Монфис – со Штруффом, Шелтон – с Меньшиком






ТАСС: актриса Евгения Добровольская боролась с онкологией

В США надеются, что новые санкции ударят по курсу рубля и доходам России

В Москве ребенка не пускают в садик из-за отсутствия справки от фтизиатра

Комлесхоз Подмосковья напомнил о штрафах за незаконную рубку хвойных деревьев