Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

0

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ილია ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი, ასევე ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების თანახმად, ილია ლუტიძის, ნიკა მამასტარაშვილის და ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთარსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

"საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - ნათქვამია სუსის ინფორმაციაში.

მანამდე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ ქართულ მხარეს გადასცა საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებსაც დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, "საზღვრის უკანონო კვეთის" ბრალდებით გათვალისწინებული "სასჯელის ვადა ამოეწურათ".

ნიკა მამასტარაშვილი და ივანე ლუტიძე საოკუპაციო ძალებმა დააკავეს 2024 წლის 14 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს.

ზურაბ ლობჟანიძე კი 17 აგვისტოს ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ დააკავეს.

ამჟამად ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს რვა მოქალაქე.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Российский теннисист Даниил Медведев сообщил о рождении второго ребенка






Революционное открытие – метод Нейро Интуиция: понимай и управляй

Константин Осинцев: «Я сам себя воспитывал»

По данным Reuters, две российские нефтекомпании и 180 танкеров попадут под санкции США

Диетолог рассказала о питании после праздников