Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

რამდენიმე საათია ადვოკატს არ უშვებენ "ბათუმელების" დამფუძნებელთან - ის არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს

0
თითქმის სამი საათია ადვოკატს არ ეძლევა "ბათუმელების" დამფუძნებლის,  მზია ამაღლობელის მონახულების საშუალება - ის 11 იანვრის საღამოს საპროტესტო აქციაზე  პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის გაკვრის გამო  დააკავეს, დაკავებიდან ორ საათში გამოუშვეს და გამოშვებიდან მალევე კიდევ ერთხელ დააკავეს. როგორც მისი ადვოკატი, პაატა დიასამიძე ამბობს, ამჯერად დაკავების მიზეზი მისთვის ცნობილი არ არის, რადგან მზია ამაღლობელთან შესვლის შესაძლებლობა მას არ ეძლევა. 


„დაკავებულთან არ გვიშვებენ ადვოკატებს, ამიტომ მივმართეთ გენერალურ ინსპექციას, თუმცა რეაგირება არ არის.


პირველი დაკავების შემთხვევაშიც შეფერხდა ადვოკატების შესვლა დაკავებულთან და მეორე დაკავების შემდეგაც არ გვიშვებენ.


რა მუხლით დააკავეს, არ ვიცით, ფაქტობრივი გარემოებები უცნობია ჩვენთვის, რადგან შიგნით ვერ შევდივარ, რომ გავარკვიო“- პაატა დიასამიძის ამ კომენტარს "ბათუმელები" ავრცელებს. 


მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა - დაკავებულმა მას უთხრა, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან, რომელმაც ის მას შემდეგ დააკავა, რაც გათავისუფლების შემდეგ ხელი, რომელზეც დაკავებისას ძალიან უჭერდნენ და სტკიოდა, გათავისუფლების შემდეგ ძლიერად აიქნია და უნებურად პოლიციელს მოარტყა. 


11 იანვრის ღამეს ბათუმში 12 ადამიანი დააკავეს. მათი ნაწილი დაკავების შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს. 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Джокович рассказал об отравлении в Австралии в 2022 году






Армения будет мерзнуть и доедать последнее без соли: Москва отреагировала на стремление Еревана в ЕС

К пожарам в Калифорнии мог привести оборванный провод

Россия стремится усилить свое влияние в Африке, и учившиеся там африканские студенты играют в этом ведущую роль

Экс-президент Грузии Зурабишвили продвигает новый конфликт с Россией