Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2025

პოლიციამ ზუგდიდში აქციის ორი მონაწილე დააკავა

0

ზუგდიდში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა და სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესებუა დააკავეს. მანამდე მათ ფეიერვერკი გაისროლეს.

როგორც კერენ ესებუას პოლიციამ ადგილზე განუმარტა, მათ აკავებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე - სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით.

აქციის მონაწილეები მანამდე არაერთი შემთხვევისთვის არიან დაჯარიმებული. „დროას“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა, რომელიც პოლიციამ ასევე პიროტექნიკის გამოყენებისთვის დააკავა 13 იანვარს, 15 იანვარს გაათავისუფლეს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ის სამართალდამრღვევად მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეორე და მეხუთე ნაწილებით. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ გაითვალისწინა, რომ მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და გაათავისუფლა საპატიმრო სასჯელისგან.

სიჭინავა ჯამში 5 000 ლარით დაჯარიმდა პროევროპულ საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის (ფეიერვერკის) გამოყენების ორი და “სახის დამფარავი საშუალების”, ე.წ. ბალაკლავის ტარების ექვსი შემთხვევისთვის.

14 იანვარს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილით მიიჩნია სამართალდამრღვევად პროევროპული აქციის მონაწილე კერენ ესებუა და 2000 ლარით დააჯარიმა.

მისი დაჯარიმების მიზეზი იყო „სახის დამფარავი საშუალების“ აქციაზე გამოყენება. აქციის მონაწილეები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები არ აღიარებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც, მათი თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს. საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე.

კანონში შესულ ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებას მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტად ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი.

ყაველაშვილის ლეგიტიმურობას არ ცნობენ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი. თვეზე მეტია, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева поднялась на четвертую позицию в гонке за чемпионство WTA.






Отделение СФР по Москве и Московской области оплатило свыше 243 тысяч дополнительных выходных дней по уходу за детьми с инвалидностью

Землю ждет новая угроза

Столичные росгвардейцы поздравили ветеранов с Днём защитника Отечества

Липчан удивил огромный баннер метро Москвы на окраине города