Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2025

გზის გადაკეტვის ბრალდებით გიგი გიგიაძის საქმეზე გადაწყვეტილება 19 თებერვალს გამოცხადდება

0

“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” უფროსი მკვლევრის, გიგი გიგიაძის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო ენუქიძე 19 თებერვალს გამოაცხადებს.

გიგიაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევას, რაც შეკრების ან მანიფესტაციის წესების დარღვევას გულისხმობს. საქმე ეხება 17 დეკემბერს ჭავჭავაძის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას.

შსს-ს წარმომადგენელმა თინათინ კაჭკაჭიშვილმა სასამართლოს სხდომაზე მიუთითა, რომ პატრულ-ინსპექტორებმა აქციის მონაწილეებს უფლება მისცეს, გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე ემოძრავათ. შესაბამისად, შს სამინისტრო გიგიაძეს ედავება ე.წ. “BUS Lane-ზე" მოძრაობის შეფერხებას.

სამინისტროს წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე მიტანილი ჰქონდა ვიდეომტკიცებულებები - გიგიაძის ინტერვიუ და ვიდეო, რომელშიც გიგიაძე არ ჩანს. ადვოკატები მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე მიუთითებდნენ, რომ “BUS Lane-ზე" მოძრაობა არ შეფერხებულა, ხოლო თავად გიგიაძე სავალი გზის უკიდურეს მარჯვენა ნაწილში იმყოფებოდა.

მოსამართლე ნინო ენუქიძე საქმის განხილვას 2025 წლის 19 თებერვალს, 14:00 საათზე გააგრძელებს.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.

გზის გადაკეტვისთვის კი ჯარიმები 2024 წლის 30 დეკემბრიდან გაიზარდა. ამ ქმედებაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციული სახდელი 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი გახდა, ხოლო ორგანიზებისთვის - 5 000-ის ნაცვლად 15 000 ლარი.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Соболенко рассказала о проблемах со здоровьем






«Манчестер Сити» 0:2 «Ливерпуль»: Салах блистает, а «красные» уходят в отрыв на 11 очков

Любовь к шоу. Кондратюк признался, что мечтает прыгнуть четверной аксель

Молодежная конференция прошла в Подмосковье в День защитника Отечества

Ватикан: У Папы Римского началась почечная недостаточность