Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2025

რუსეთში აგროვებენ ლგბტ პირების მონაცემებს, ვარაუდობენ, რომ მზადდება მასობრივი საქმე

0
რუსეთში სამართალდამცავი ორგანოები ლგბტ+ წარმომადგენლების შესახებ მონაცემებს აგროვებენ გეი კლუბებში რეიდებისა და კლინიკების შემოწმების დროს. „მედუზა“ წყაროებზე დაყრდნობით ჰყვება, რატომ.


ნამდვილი ნადირობა რუს ქვიარებზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის ნოემბერში ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა არარსებული „საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა ლგბტ“. პოლიცია ახორციელებს რეიდებს გეი კლუბებში, ღიად გეები უბნის პოლიციის თანამშრომლებს აღრიცხვაზე აჰყავთ, ხოლო მათი „გამოთვლა“, ვინც თავის ორიენტაციას მალავს, პროვოკაციების საშუალებით ხდება.


წელიწადზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში გეი კლუბებში არაერთი რეიდი მოხდა მინიმუმ 18 რეგიონში. რეიდების დროს პოლიციელები კლუბების სტუმრებს ამცირებენ და საგულდაგულოდ აგროვებენ მათ მონაცემებს - თითის ანაბეჭდებისა და პირის ღრუს ნაცხის ჩათვლით. ზოგიერთი დაწესებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს თავად უზიარებს კლიენტთა მონაცემების საკუთარ ბაზას. პოლიცია ამ დარბევებს ანტისახელმწიფოებრივი აქტივობის „ჩახშობად“ აცხადებს და სტუმრებს შორის კონკრეტულად ეძებს თანამდებობის პირებსა და დეპუტატებს.




ტრანს ადამიანების მონაცემების საძიებლად პოლიცია აკითხავს კლინიკებს, ატარებს შემოწმებებს და ითხოვს ინფორმაციას პაციენტების შესახებ, რომელთა შორის, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, უნდა იყონ ადამიანები, რომლებიც ტრანს გარდაქმნას გადიან. როგორც „მედუზამ“ დაადგინა, რუსეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების ნაცრისფერ ბაზარზე ატვირთულია მონაცემები ტრანს ადამიანების შესახებ. უფლებადამცველები ფიქრობდნენ, რომ ასეთი მონაცემები შეიძლება პოლიციამ ატვირთა ინტერნეტში.


მიღებული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ლგბტ პირებისა და სექსმუშაკების აღრიცხვის ფართომასშტაბიანი სისტემისთვის (ეს უკვე განიხილებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში 2024 წლის გაზაფხულზე), ასევე მასობრივი საქმისთვის ლგბტ+-ს როგორც „ექსტრემისტული მოძრაობის“ წინააღმდეგ „უჯრედებით“ ათეულობით რეგიონში. „მედუზას“ წყაროს თქმით, ხელისუფლებას ჯერ არ შეუძლია რუსი ქვიარების მონაცემთა ბაზის შედგენა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს „არ მოეპოვება ფული და ხალხი“ - მათ შორის უკრაინასთან ომის გამო.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Рублёв обыграл Оже-Альяссима на тай-брейке и вышел в финал турнира ATP в Дохе






Москвичи пожаловались на мощный вирус с неприятными симптомами

Названа доля квартир в Казани стоимостью до 3 млн рублей

«Спартак» — «Динамо» Минск. Прямая трансляция матча КХЛ, смотреть онлайн

Путин начал вручать госнаграды героям и защитникам Родины