Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2025

მარიამ სიჭინავამ ზუგდიდის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი გაიკეთა

0
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სახის დამფარავი საშუალების აქციაზე ტარებისთვის 2000 ლარით დააჯარიმა პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა. მარიამ სიჭინავა ამჯერად 23 იანვარს აქციაზე შარფის სახეზე შემოხვევისთვის ცნეს სამართალდამრღვევად.


სხდომაზე მყოფმა შსს-ს გამომძიებელმა აღნიშნა, რომ მარიამ სიჭინავას დაფარული ჰქონდა სახე და მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული იყო, მიზანმიმართულად დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის მეხუთე ნაწილი.


სხდომის დასაწყისში მარიამ სიჭინავამ პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი გაიკეთა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა შეძახილით: “არა ოლიგარქიას”.




სხდომის დასაწყისში მანდატურმა დარბაზი ასევე დაატოვებინა სამოქალაქო აქტივისტ კერენ ესებუას - მას შემდეგ, რაც მან ხმამაღლა გააჟღერა მოთხოვნა: “თავისუფლება მზია ამაღლობელს”.


გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - კვლავ დააკავეს. მას ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს, „პოლიციელზე თავდასხმას". მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მზია ამაღლობელის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მზია ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა შიმშილობს.


სხდომის დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილების გამოცხადებისას კი სამოქალაქო აქტივისტმა შაკო ესართიამ ტელეფონის საშუალებით “შაპიტოს ცირკის მუსიკა” ჩართო. მანდატურმა დარბაზიდან ისიც გააძევა.




მარიამ სიჭინავა არაერთხელაა დაჯარიმებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიზეზით. კერძოდ, მას 2000-5000 ლარის ოდენობის ჯარიმები აქვს დაკისრებული პროევროპულ საპროტესტო აქციებზე სახის დამფარავი საშუალების და ფეიერვერკის გამოყენებისთვის. მარიამ სიჭინავას თანახმად, მისი ჯარიმების რაოდენობა უკვე 15 ათას ლარს აღემატება.


“გულწრფელად გითხრათ, მართლა სათვალავი ამერია, რამდენი საქმე იყო და რამდენი ჯარიმა… სასამართლოში რამდენიმე საქმე იყო გაერთიანებულად განხილული. აქედან გასულს ალბათ კიდევ დამირეკავენ პოლიციიდან მორიგი ოქმის ჩასაბარებლად. არ ვიცი, რამდენი ათასია ჯარიმა და არც მაინტერესებს, იმიტომ რომ გადახდას არ ვაპირებ. ჩემი დაუმორჩილებლობა გრძელდება”, - თქვა სხდომის დასრულების შემდეგ მარიამ სიჭინავამ.


ის პროტესტის ნიშნად შემდეგ სასამართლო სხდომებს არ დაესწრება. 24 იანვარს გამართულ მორიგ სასამართლო სხდომაზე მარიამ სიჭინავა ხალათით და ჩუსტებით მივიდა.


“ყოველდღე მიწევს მისვლა და უკვე გავშინაურდი“, - ასე ახსნა მან სასამართლოში თავისი პერფორმანსი.


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების შემდეგ, პიროტექნიკის და სახის დამფარავი საშუალების აქციაზე გამოყენებისთვის მოქალაქეთა დაჯარიმების პირველი შემთხვევები ზუგდიდში დაფიქსირდა.


პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები არ აღიარებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც, მათი თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს. საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე. კანონში შესულ ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებას მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტად ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი. ყაველაშვილის ლეგიტიმურობას არ ცნობენ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი. თითქმის ორი თვეა, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Соболенко рассказала о проблемах со здоровьем






РФ получит от Ирана график выкупа земель по участку Решт – Астара

Ереван отметил День защитника Отечества в Доме Москвы торжественным концертом

Команда из Подольска выиграла областные состязания по фитнес-аэробике

Ватикан: У Папы Римского началась почечная недостаточность