Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2025

ღრმავდება დაძაბულობა აშშ-სა და ავღანეთის თალიბანს შორის

0
ვაშინგტონსა და ავღანეთში თალიბანის მმართველობას შორის დაძაბულობა მატულობს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებიდან ერთი კვირის თავზე. 


სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 25 იანვარს გამოვიდა მუქარით, რომ ჯილდოს დააწესებს თალიბანის ლიდერების თავზე, თუკი აშშ დაადგენს, რომ თალიბანს ამერიკის მოქალაქეები ჰყავს პატიმრობაში.


"ახლა ვისმენ, რომ თალიბანს უფრო მეტი ამერიკელი მძევალი ჰყავს, ვიდრე გავრცელებულ ცნობებშია. ეს თუ სიმართლეა, ჩვენ მოგვიწევს დაუყოვნებლივ დავაწესოთ ძალიან დიდი ჯილდო მათ მთავარ ლიდერებზე, შესაძლოა უფრო დიდიც, ვიდრე [ალ-ყაიდის ლიდერის, ოსამა] ბინ ლადენისთვის იყო დაწესებული" - დაწერა რუბიომ პლატფორმაზე X. 


თალიბანის მაღალი რანგის წევრებიდან ამჟამად მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, სირაჯუდინ ჰაყანია შეყვანილი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ძებნილთა სიაში, თუმცა თალიბანის ათეულობით წარმომადგენელს გაეროს მხრიდან აქვს დაწესებული სანქციები. 


რუბიოს განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე თალიბანმა გაათავისუფლა ორი ამერიკელი, აშშ-ის ციხეში ნარკოტიკებთან და ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებით მყოფი თალიბანის წევრის სანაცვლოდ.  


პირველი ოფიციალური პასუხი თალიბანმა რუბიოს 27 იანვარს გასცა - კატარში ჯგუფის ელჩმა, სუჰაილ შაჰინმა განაცხადა, თალიბანის პოლიტიკა საკითხების მშვიდობიანად, დიალოგის გზით გადაჭრააო. 


თუმცა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურთან გაკეთებულ განცხადებაში შაჰინი ამბობს - "ზეწოლისა და აგრესიის პირისპირ, ავღანელი ხალხის ბოლო ათწლეულების ჯიჰადი [ბრძოლა] არის გაკვეთილი, რომელიც ყველამ უნდა ისწავლოს". 


თალიბანი აშშ-ის და ნატოს ძალებს თითქმის 20 წლის განმავლობაში ებრძოდა, სანამ 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა, ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების ქაოსური გასვლის შემდეგ. 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

«У меня очень много энергии»: Андреева вышла в финал турнира WTA 1000 в Дубае и стала первой ракеткой России






Жителей столичного региона предупредили о скорых 20-градусных морозах

Kp.ru: ночью 24 и 25 февраля 20-градусные морозы в придут в Подмосковье

Что за цифры на письмах

В российских городах умные домофоны начали желать мужчинам найти женщину