Добавить новость
ru24.net
World News
Февраль
2025
1 2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

საია ომბუდსმენს სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნას სთხოვს მზია ამაღლობელისთვის

0
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს, სახალხო დამცველს სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნას სთხოვს, რადგან მას არ უტარდება ციხეში ის სამედიცინო პროცედურები და კვლევა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად არის საჭირო. 


"მიუხედავად იმისა, რომ 1 თებერვალს შესაბამის უწყებებს მივმართეთ აღნიშნული კვლევების უზრუნველსაყოფად, ამ დრომდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ჩვენს მოთხოვნას. ამასთან, მზია ამაღლობელი უკვე 22 დღეა სრულ შიმშილობაზე იმყოფება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების რისკს.


იმისათვის, რომ მზია ამღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ გაკონტროლდეს, აუცილებელია ექიმთა სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომლის პირველადი შემადგენლობა უნდა დაკომპლექტდეს რეანიმატოლოგის, ენდოკრინოლოგისა და მეტაბოლური დაავადებების სპეციალისტებით. საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა შეუერთდნენ ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი და გასტროენტეროლოგი" - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საიამ მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია მისი დაკავების შემდეგ პირველად 31 იანვარს მიიღო. ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს და ის რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაშია განთავსებული. 


საია სახალხო დამცველს სთავაზობს იმ ექიმების სიის მიწოდებასაც, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში. 




მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, უკანონო პატიმრად მიიჩნევა უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და კოლეგების შეფასებით. 


ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.


„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება.


ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.


29 იანვარს ხელისუფლებას ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა იან ბრაათუმ.


30 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეშფოთებულია ამაღლობელის დაპატიმრებით და იმედოვნებს, ხელისუფლება სწრაფად იმოქმედებს.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Рублёв вышел в полуфинал турнира ATP в Монпелье на отказе Басилашвили






Приют муз на Волхонке:

РФС избрал новый состав Исполнительного комитета. В него вошли Гинер, Ротенберг и еще 22 человека

Вратарь ЦСКА Илья Помазун перешел в московский «Спартак»

В Москве после массового отравления детей в отеле проводят эпидрасследование