Добавить новость
ru24.net
World News
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ზელენსკი: უკრაინას ესტუმრება "სერიოზული ხალხი" ტრამპის გუნდიდან

0
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკრაინას ეწვევიან უახლოეს დღეებში, მიუნხენის უშიშროების კონფერენციამდე, რომელიც 14-16 თებერვალსაა დანიშნული - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. პრეზიდენტი არ აკონკრეტებს ვინ ესტუმრება მის ქვეყანას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს იქნება "სერიოზული ხალხი". 


"შეიძლება იყოს სხვადასხვა აზრი, მაგრამ საჭიროა იყოს ერთიანი ხედვა მთავარზე - როგორ გავაჩეროთ პუტინი, როგორ მივცეთ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები" - თქვა ზელენსკიმ. 


მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ კიევში შესაძლოა ჩავიდეს კით კელოგი,  ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში. CNN-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კელოგს კიევში 20 თებერვალს ელიან, ანუ მიუნხენის კონფერენციის შემდეგ. კელოგი კონფერენციაში მონაწილეობას გეგმავს. 


მანამდე ტრამპი აცხადებდა, რომ აშშ ამჟამად კონფლიქტის ორივე მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შეწყვეტის გზების გარშემო. ამგვარი განხილვების და მათი მონაწილეების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. თავად ტრამპი ამბობს, რომ ტელეფონით უკვე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს - თუმცა არ აკონკრეტებს ეს როდის, ან რამდენჯერ მოხდა. კრემლი ამ ცნობას არც ადასტურებს და არც უარყოფს. 


რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ოფიციალურად ჯერჯერობით დაუდასტურებელ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიუნხენში, კონფერენციის პარალელურად ზელენსკი შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს - რომელიც ორშაბათს გაემგზავრა ევროპაში, ეს მისი პირველი ტურნეა უცხოეთში 20 იანვარს გამართული ინაუგურაციის შემდეგ. 40 წლის ვიცე-პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს პარიზში გამართულ კონფერენციაში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ეძღვნება და რომელიც 10 თებერვალს გახსნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. კონფერენციის მონაწილეებს შორის არის ასევე ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენელი. 


გამგზავრებამდე ვენსი აღნიჩნავდა, რომ პარიზში მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება უკრაინის ომი, იგი გეგმავს საფრანგეთში მყოფ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან განიხილოს კონფლიქტის შეწყვეტის დიპლომატიური ძალისხმევა. 11 თებერვალს იგეგმება ვენსის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან, ვენსი შეხვედრას გამართავს ასევე ინდოეთის პრემიერთან, ნარენდრა მოდისთან. გავრცელებული მოლოდინით, ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილავენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ვაჭრობის საკითხებსაც - ტრამპმა მანამდე არ გამორიცხა გადასახადების დაწესება ევროკავშირის პროდუქციისთვის. შეხვედრის კიდევ ერთი თემა შესაძლოა იყოს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. 


პარიზიდან ვენსი გერმანიაში ჩავა და მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Медведев опустился на одну строчку в рейтинге ATP






Студенты нижегородских вузов смогут пройти практику в МИД РФ по 2 направлениям

США "X" СПОСОБНА ОТРАВИТЬ СЕКРЕТНАЯ СЛУЖБА США? РИА НОВОСТИ, TIME, В.В. Путин, Дональд Трамп, Илон Маск. СПАСЕНИЕ ВОЗМОЖНО! Россия, США, Европа могут улучшить отношения и здоровье общества?!

Россельхознадзор продолжает выявлять фальсификат в магазинах сети «Светофор»

Пушкин в метро: Юра Борисов переоделся поэтом и подарил женщинам цветы