Добавить новость
ru24.net
World News
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
21
22
23
24
25
26
27
28

აშშ-ის მხრიდან დახმარების შეჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს მილიონობით შიდსით დაავადებულის სიკვდილი - გაეროს სააგენტო

0
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ უცხოეთის ქვეყნებში დაფინანსების შეჩერების შესახებ, შესაძლოა გამოიწვიოს შიდსით ავადმყოფი კიდევ მილიონობით ადამიანის სიკვდილი, განაცხადა 16 თებერვალს, გაეროს შიდსის პროგრამის ხელმძღვანელმა.


აშშ უცხოეთის ქვეყნებში ოფიციალური დახმარების უდიდესი დამფინანსებელია. დახმარების უმეტესი ნაწილი ხდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.


იანვარში კვლავ პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის შემდეგ შემდეგ, ტრამპმა გასცა ბრძანება აშშ-ის უცხოეთში დახმარების დიდი ნაწილის სამი თვით შეჩერების შესახებ, რის შემდეგაც ჰუმანიტარული ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში ცდილობენ შედეგებთან გამკლავებას.


"ბევრი ქვეყნისთვის ეს დრამატულია", - განუცხადა AFP-ს გაეროს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, უინი ბიანიმამ. „განგაში უნდა ავტეხო ისე, რომ უცხადესი იყოს, რომ ეს არის (შიდსით დაავადებულთა დახმარების დაფინანსების) დიდი ნაწილი. თუ ის აღარ იქნება, ხალხი დაიხოცება“.


აშშ-ს ეს ნაბიჯი მოიცავდა შიდსით დაავადებულთა დახმარების პრეზიდენტის საგანგებო გეგმის (PEPFAR) 90 დღით შეჩერებას, თუმცა მოგვიანებით, მისმა ადმინისტრაციამ ამ პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებზე ეს აკრძალვა მოხსნა.


შიდსის კვლევის ფონდის (amfAR) ანალიზის თანახმად, ეს პროგრამა მხარს უჭერს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებულ 20 მილიონზე მეტ პაციენტს და 270 000 ჯანდაცვის მუშაკს. "ჩვენ შეიძლება მოწმენი გავხდეთ სიკვდილიანობის ათჯერ გაზრდის" - 6.3 მილიონამდე, ხუთი წლის განმავლობაში, თქვა ბიანიმამ UNAIDS-ის მონაცემებზე დაყრდნობით.


"ან შეიძლება მოწმენი გავხდეთ დაინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვის ზრდისა 8.7 მილიონამდე", დროის იმავე პერიოდში, - თქვა მან.


აშშ-მა განაცხადა, რომ "სიცოცხლის გადამრჩენი მკურნალობის" შემთხვევებს შეჩერება არ შეეხება - თუმცა აფრიკაში ამ საქმეში უშუალოდ დაკავებული მუშაკები ამბობენ, რომ ობიექტები უკვე დახურულია. ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში აფრიკის კავშირის სამიტის კულუარებში საუბრისას, ბიანიმამ თქვა, რომ მან განიხილა ეს საკითხი ლიდერებთან და მოუწოდა მათ, გადავიდნენ უცხოური დაფინანსებიდან შიდა შემოსავლების გამოყენებაზე.


თუმცა მან აღნიშნა, რომ აფრიკის ბევრ ქვეყანას უზარმაზარი დავალიანება აქვს - ზოგიერთს "მთლიანი შემოსავლების 50 პროცენტზე მეტი" - რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობას, დაიწყონ პოტენციური დეფიციტის დაფარვა. პასუხი ნაწილობრივ არის ვალის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი რესტრუქტურიზაციისკენ ძლიერ სწრაფვაში,” - თქვა მან.


"ბევრი მათგანისთვის ვალი აფერხებს იმას, რაც შეიძლება დაიხარჯოს ჯანმრთელობასა და განათლებაზე“.


1961 წელს დაარსებულ USAID-ს აქვს 40 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური ბიუჯეტი, რომელიც გამოიყენება განვითარების, ჯანმრთელობისა და ჰუმანიტარული პროგრამების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

"Не уверена в доверии": Соболенко прокомментировала ситуацию с Синнером






Синоптики сообщили москвичам о морозной погоде без осадков 20 февраля

В Новой Москве двое мужчин напали на сотрудников ДПС

Синдром хронической усталости: как восстановить энергию и интерес к жизни

Да як тiк–то?!