Добавить новость
ru24.net
World News
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28

ზელენსკი: აშშ პუტინს ეხმარება მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში

0
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენცია გამართა და გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ, რომელიც წინ უნდა უძღოდეს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას. გუშინ ტრამპმა მხარი დაუჭირა უკრაინაში არჩევნების ჩატარებას, მიუხედავად ომისა და მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციისა და თქვა, რომ ზელენსკის მხარდაჭერა უკრაინელებს შორის, სავარაუდოდ, „ოთხ პროცენტამდე დაეცა“.


ექსპერტები ტრამპის განცხადებებს უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ კრემლს სურს, რომ უკრაინის სათავეში ჰყავდეს უფრო დამჯერი და პრორუსული ორიენტაციის კანდიდატი. ზელენსკის არალეგიტიმურობის ნარატივი ბოლო თვეებში გაავრცელა კრემლმა.


„დღეს, KIIS-ის [კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი] მიხედვით, ჩემდამი ნდობა 57%-ია. თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე სურს, ეს არ გამოვა“, უპასუხა ზელენსკიმ ტრამპის სიტყვებს. მან მოიხსენია KIIS-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც უკრაინელების 57% მას ენდობა, 37% კი - არა.


თავისი 4%-იანი რეიტინგის შესახებ სიტყვებს ზელენსკიმ „დეზინფორმაცია“ უწოდა.


„რადგან "ოთხ პროცენტზე" ვსაუბრობთ, ჩვენ ვნახეთ ეს დეზინფორმაცია, გვესმის, რომ ის მოდის რუსეთიდან და გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს რიცხვები განიხილება ამერიკასა და რუსეთს შორის. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი ამ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“, ხაზგასმით აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


„ვისურვებდი, რომ ტრამპის გუნდში მეტი სიმართლე ყოფილიყოს“, თქვა მან.




უკრაინელებისთვის ნომერი პირველი საკითხი, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არის არა მთავრობის რეიტინგები, არამედ ის, თუ როგორ დაიცვან თავი დაბომბვისგან. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მან დაასახელა, რუსეთის მიერ დატყვევებული პატიმრების დაბრუნებაა.


მისი თქმით, როდესაც საუდის არაბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდნენ ერთმანეთს, რატომღაც მათ ეს საკითხები არ დაუყენებიათ.


„ის ფაქტი, რომ ისინი საუდის არაბეთში ორმხრივ საკითხებს განიხილავენ, მათი უფლებაა. თუმცა მიმაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში“, შენიშნა ზელენსკიმ.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Андрей Рублёв уверенно обыграл Бублика на старте турнира ATP-500 в Дохе






Лавров и глава МИД Алжира обсудили обстановку на Ближнем Востоке

Всем сборы: Ричард Гир исповедуется, Милош Бикович прыгает со скалы

За кулисами Эр-Рияда. Россия запустила большую игру, о которой молчат СМИ

Режиссер ангарского народного театра «Факел» Александр Кононов умер на борту самолета из Москвы