Добавить новость
ru24.net
World News
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26
27
28

ფონ დერ ლაიენი: უკრაინა შესაძლოა 2030 წლამდე გახდეს ევროკავშირის წევრი

0

უკრაინა, შესაძლოა, ევროკავშირის წევრი გახდეს 2030 წლამდე, თუკი მიმდინარე სიჩქარით და ხარისხით გააგრძელებს რეფორმებს - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 24 თებერვალს კიევში ვიზიტისას.

ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ძალიან აფასებს უკრაინის პოლიტიკურ ნებას. ევროკომისიის პრეზიდენტი უშვებს, რომ უკრაინა ევროკავშირში, შესაძლოა, 2030 წლის დადგომამდეც გაწევრიანდეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ დასძინა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინისთვის იქნება სამომავლო უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია.

მანამდე ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრა მოხდა "მხოლოდ [რუსეთის პრეზიდენტის] პუტინის იმპერიული შეპყრობილობის მიზეზით".

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საკითხი ეხება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის ბედისწერას და კიევისთვის დახმარების გაწევა რჩება ევროპის მთავარ პრიორიტეტად.

"მოცემული მომენტისთვის, ჩვენმა კავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას მხარი დაუჭირეს 134 მილიარდი ევროს ოდენობით. ეს მეტია, ვიდრე ვინმე სხვისი [დახმარება]. ჩვენი უკრაინული ფონდის და G7-ის კრედიტის დახმარებით, უკრაინის საბიუჯეტო დეფიციტი მთელი 2025 წლისთვის დავხურეთ", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია ევროკავშირმა დააჩქაროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. მან ასევე გამოაცხადა დამატებითი დახმარების პაკეტი უკრაინისთვის, რომელიც სამ-ნახევარი მილიარდი ევროს მოცულობისაა.

ფონ დერ ლაიენმა პრეზიდენტ ზელენსკისადმი მიმართვა დაასრულა სიტყვებით: "სლავა უკრაინე!" ანუ "დიდება უკრაინას!"




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублев поднялся на девятое место в рейтинге АТР, опередив американца Пола






«Мощные перемены»: как большой парад планет 28 февраля повлияет на судьбы людей

Турист из Москвы скончался в тайском отеле после многодневного запоя

Диетолог Соломатина объяснила, как похудеть с помощью кофе

Путин: сначала в Москве надо увидеть Кремль, а потом - "Остров мечты"