1877 წლის 3 მარტს „ივერიის“ პირველი ნომერი გამოვიდა. „საპოლიტიკო და სალიტერატურო“ - ასე წარადგინა რედაქციამ გაზეთი, რომელიც ცალობით 15 კაპიკი ღირდა, გამოწერით - 10 თვე 6 მანეთი - „გაგზავნით და გაუგზავნელად“. გამოწერის გასაფორმებლად ორი მისამართი იყო მითითებული: ერთი თბილისში და მეორე - ქუთაისში.