11 მარტს ლიეტუვა დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელს აღნიშნავს. რასა იუკნევიჩიენე, რომლის სახელიც საქართველოში „დებიძინიზაციის“ ტერმინთან ასოცირდება, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვერ წარმოედგინა, ამდენი წლის შემდეგ იმავე ბრძოლაში ყოფნა თუ მოუწევდა, რომელშიც პოლიტიკური კარიერის დასაწყისში იყო.