ტრამპისა და პუტინის სატელეფონო მოლაპარაკებები ჯერაც გრძელდება
„ახალი ინფორმაცია. სატელეფონო საუბარი ჯერაც გრძელდება“, დაწერა მან სოცქსელში.
ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები გრინვიჩის დროით 14:00-ზე დაიწყო (თბილისის დროით 18:00), ტრამპი და პუტინი საათ-ნახევარზე მეტ ხანს საუბრობენ.
რუსეთის პრეზიდენტი ტრამპთან საუბრამდე სიტყვით გამოვიდა რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ყრილობაზე. პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი ყრილობაზე მივიდა ტრამპთან საუბრის მოსალოდნელ დასაწყისამდე ნახევარი საათით ადრე.
ამის შედეგად აშშ-ის პრეზიდენტთან მისი საუბარი დაგეგმილზე დაახლოებით ერთი საათით უფრო გვიან დაიწყო.
მოლაპარაკებების მთავარი მიზანია, რუსეთსა და უკრაინას შორის მიღწეულ იქნეს 30-დღიანი საზავო შეთანხმება, რომლის წინადადებითაც ვაშინგტონი გამოვიდა.