Добавить новость
ru24.net
World News
Май
2025

უშბაზე ექსპედიციის დროს დაიღუპა მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი

0

უშბაზე ექსპედიციის დროს დაიღუპა 29 წლის მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი - ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ. უბედური შემთხვევა დღეს, 22 მაისს, მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უშბაზე ქვეითად გადაადგილდებოდა ოთხი ადამიანი, რომელთაგან ერთი სიმაღლიდან გადავარდა. ნიკა ფალიანის და მისი თანმხლები პირების სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

"მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე მესტიელი სამთო გამყოლი, გიდი და მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი სისტემატურად უწევდა ორგანიზებას სათავგადასავლო ტურებს სვანეთის მთებსა და მყინვარებზე.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса