გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოხსნეს უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების მანძილზე დაწესებული შეზღუდვა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 26 მაისს განაცხადა ტელერადიო კომპანიის, WDR-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე გამოსვლისას.