თბილისის ცენტრალურ და ტურისტულად აქტიურ ნაწილში, ევროპის მოედანთან, რიყის პარკში, „რიყის დოქები“ გაიყიდა. ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ კომპანია „რიყე დომისთვის“ მიყიდული ქონება „მაქრო ფროფერთიმ“ შეიძინა - ინვესტორს უფლება აქვს, „დაშალოს“ დოქები და იქ სასტუმრო ააშენოს.