Добавить новость
ru24.net
World News
Июнь
2025

შსს-მ სალომე ზურაბიშვილს 5 000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა გაუგზავნა

0

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე აქვეყნებს სამართალდარღვევის ოქმს, რომლითაც მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 000 ლარით აჯარიმებს 3 მარტს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევისთვის - ამ დღეს პრეზიდენტი მონაწილეობდა დედების მარშში, რომელიც პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად გაიმართა. მსვლელობა შედგა ფილარმონიიდან პარლამენტამდე.

"აქტივისტად მოვინათლე დღეს !

მე კი ვიდექი იქ სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო - სინდისის პატიმრების დედების გვერდში!" - ამ ტექსტით აქვეყნებს პრეზიდენტი მისთვის გამოწერილ საჯარიმო ქვითარს, რომელიც 10 აპრილს არის შედგენილი. ოქმის მიხედვით, მან სამართალდარღვევა 3 მარტს, 21 საათსა და 31 წუთზე ჩაიდინა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса