Добавить новость
ru24.net
World News
Июнь
2025

სერბეთში 6 პირი დააკავეს სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით

0

სერბეთში დააკავეს 6 პირი, რომლებსაც ხელისუფლება ბრალად სდებს სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას.

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ეს პირები გეგმავდნენ შეჭრას მთავრობის და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების შენობებსა და სერბეთის ტელევიზიის და რადიოს და კიდევ რამდენიმე მედიასაშუალების ოფისებში და სახელმწიფო მოხელეებსა და პოლიციელებზე თავდასხმებს.

დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან სერბეთის კონსტიტუციური წყობისა და უსაფრთხოების საწინააღმდეგო აქტების მომზადებაში. სერბეთის შსს დაკავებულებს მხოლოდ ინიციალებით მოიხსენიებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან სამხედროთა პროფკავშირის ყოფილი თავმჯდომარე ნოვიცა ანტიჩი, პოლიტიკოსი ივან მატოვიჩი, თადარიგის კაპიტანი ბრანკო მომჩილოვიჩი, ყოფილი სამხედრო ვიდან კოლიაიჩი და ყოფილი პოლიციელი სერჯან გაიოვიჩი. მეექვსე დაკავებულის ვინაობა მედიისთვის უცნობია.

ნოვიცა ანტიჩის დაკავება მისმა ადვოკატმა დაუდასტურა რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს. 2024 წელს გამოცემა Politico წერდა, რომ დასავლეთის დაზვერვა ანტიჩს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტად მიიჩნევს.

სერბეთში ნახევარ წელზე მეტია გრძელდება სტუდენტების საპროტესტო აქციები ხელისუფლების პოლიტიკისა და კორუფციის წინააღმდეგ. მორიგი მასშტაბური აქცია 28 ივნისაა დანიშნული.

23 ივნისს პოლიციამ კონსტიტუციური წყობის ძალით შეცვლისკენ მოწოდებების ბრალდებით დააკავა სტუდენტი სტეფან ტომიჩი. დღეს, 26 ივნისს მისი გათავისუფლების მოთხოვნით ბელგრადში საპროტესტო აქცია გაიმართა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса