Добавить новость
ru24.net
World News
Октябрь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28
29
30
31

ალექსი ახვლედიანის თანახმად, თორნიკე რიჟვაძე უახლოეს დღეებში დაბრუნდება

0

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვა და "ყველა კითხვას გასცემს პასუხს". ამის შესახებ ალექსი ახვლედიანმა მედიას განუცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სხდომის დაწყებამდე.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ალექსი ახვლედიანს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის აქვს წარდგენილი. გამოძიების ვერსიით, 2025 წლის 7 ივლისს რიჟვაძემ ალექსი ახვლედიანის საგარეჯოში მდებარე სახლში სცადა თვითმკვლელობა ახვლედიანის კუთვნილი იარაღით. ახვლედიანი ამ საქმეში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებულ შეკითხვას, ახვლედიანს მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, როგორც რიჟვაძის მეგობარს, ხომ არ აქვს ინფორმაცია, საგამოძიებო უწყებებმა მასაც ხომ არ სთხოვეს საქართველოს ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მიცემა, რაზეც ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია“.
შეკითხვაზე, იცოდა თუ არა რიჟვაძემ რაიმე კორუფციის შესახებ დაწყებული გამოძიების თაობაზე, ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მაშინ არანაირი გამოძიება დაწყებული არ იყო".
"როგორც ვიცი, დღემდე არც თორნიკეს მიმართ არ არის არანაირი კითხვები და არანაირი გამოძიება არაა დაწყებული“, - თქვა ალექსი ახვლედიანმა და იქვე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, "უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში, თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თითოეული თქვენგანის კითხვას".
24 ოქტომბერს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარედგინა. ამავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მლნ-ლარიანი გირაო შეუფარდა.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო 2018 წლის ივლისიდან.რიჟვაძე თანამდებობიდან 2025 წლის 4 აპრილს გადადგა. მან გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.

შეკითხვაზე ბრუნდება თუ არა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში, ალექსი ახვლედინმა უპასუხა - " რა თქმა უნდა, ის არც აპირებდა არასდროს ქვეყნის დატოვებას, იცით რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა და შესაბამისად მე რა ინფრმაციაც მაქვს ის უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და თვითონ გასცემს ყველა კითხვას პასუხს".
თორნიკე რიჟვაძე 9 ივლისიდან მოყოლებული სამკურნალოდ თურქეთში იმყოფება. დაახლოებით ორი თვის წინ ალექსი ახვლედიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასთან კომუნიკაციის უფლებას მხოლოდ ოჯახის წევრებს აძლევენ.
როგორც, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ უთხრა ჟურნალისტებს თბილისი საქალაქო სასამართლოსთან, თორნიკე რიჟვაძე საქმესთან დაკავშირებით არ გამოუკითხავთ მისი ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
რაც შეეხება შეკითხვას, მისი საქართველოში შესაძლო დაბრუნების თაობაზე, პროკურორმა თქვა, რომ "ბრალდების მხარისთვის თორნიკე რიჟვაძის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია უცნობია". ის მოწმედ დასაკითხთა სიაშია.
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 10 ივლისს მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, რომელმაც გამოძიების ოფიციალური ვერსიით, თვითმკვლელობა სცდა, არავითარი პრეტენზიები არ აქვს.
თორნიკე რიჟვაძის დაჭრის ფაქტის გახმაურების შემდეგ, 7 ივლისს პროსახელისუფლებო მედიამ მალევე გაავრცელა ცნობები მის ტანსაცმელში “სამედიცინო პერსონალის” მიერ აღმოჩენილი წერილის შესახებ, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზად დასახელებულია მის მიმართ ბრალდებები „კორუფციასა და ბარიგების მფარველობაში“ და ხაზგასმულია იმედი, რომ რიჟვაძის ნათესავებს ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე დაიცავენ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса