Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2025
1 2 3 4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

ტუაფსეს პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა

0

უკრაინის დრონების თავდასხევის შედეგად, 2 ნოემბრის ღამეს, ტუაფსეს პორტში დაზიანდა ტანკერი და ნავთობტერმინალი — ამის შესახებ ინფორმაციას კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

დრონის ნამსხვრევები ტანკერზე ჩამოვარდა: დაზიანდა გემბანის ზედა ნაგებობა და ხომალდზე ცეცხლი გაჩნდა. გარდა ამისა, დაზიანდა ტერმინალის ინფრასტრუქტურაც. ასევე ცნობილია, რომ დაზიანდა სარკინიგზო სადგურის შენობის მინები.

წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან.

ტელეგრამარხ Astra-ს ანალიზის მიხედვით, თავდასხმის შემდეგ პორტის ტერიტორიაზე სულ მცირე სამი ცეცხლის კერა დაფიქსირდა.

როსტოვის ოლქში დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა — ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა იური სლიუსარმა განაცხადა. დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი და დაიწვა ავტომობილი.

თავდასხმის დროს როსტოვიც დაზარალდა — პირველ მაისის რაიონში დაზიანდა მეტალის ანგარი და საბავშვო ბაღის შენობის შუშები.

სლიუსარის თქმით, დაშავებულები არ არიან.

ლიპეცკის ოლქში კი, Astra-ს ცნობით, დრონების დარტყმის შედეგად ელექტროსადგური დაზიანდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ათ რუსულ რეგიონში, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში და შავი თუ აზოვის ზღვების აკვატორიებში, უკრაინის 164 დრონი განადგურდა. მათ შორის კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს 32 დრონი, როსტოვის ოლქში – 9, ხოლო ლიპეცკის ოლქში – 6.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса