ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილია 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი და დაკავებულია „კრისტალ ჯგუფის” ხელმძღვანელი. ბრიფინგზე გვარი არ დაუსახელებიათ. თუმცა ამ კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი - ვლადიმერ სტეფანიანია.