Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

უკრაინამ მოამზადა შეთანხმება გაზის საბერძნეთიდან იმპორტზე

0

უკრაინამ შეათანხმა გაზის საბერძნეთიდან მიღების ახალი მარშრუტი - იუწყება პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, შეთანხმება შესაძებელს გახდის იმ დანაკარგის კომპენსაციას, რომელსაც უკრაინაში წარმოებული მოპოვება რუსეთის დარტყმების შედეგად განიცდის.

"ეს იქნება გაზის მიწოდების კიდევ ერთი მარშრუტი, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უკრაინისთვის გაზის იმპორტის მარშრუტები ზამთარში. ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმებები გაზის იმპორტის დაფინანსებაზე და საჭიროებას თითქმის ორი მილიარდი ევროთი დავფარავთ" - წერს ზელენსკი ტელეგრამით.

როგორც აღინიშნება, ფინანსური მხარდამჭერები არიან უკრაინის ევროპელი პარტნიორები და ევროპული ბანკები, ევროკომისიის გარანტიის ფარგლებში.

ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის გაზის პირველი პარტია იანვარში წამოვა. საწვავს ალექსანდრუპოლისიდან ოდესაში ჩაიტანენ.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, მისი ქვეყანა ხდება საკვანძო სატრანზიტო პუნქტი ამერიკული გათხიერებული გაზის მიწოდებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

Bloomberg-ის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბრისთვის რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინაში ნახევარზე მეტით განადგურდა განადგურდა ბუნებრივი გაზის წარმოება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса