Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2025

კიევი: რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 46000-ზე მეტი უკრაინელის მობილიზება მოახდინა

0

სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, რუსეთმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 46 327 უკრაინელის იძულებით მობილიზება განახორციელა.

„დღევანდელი მონაცემებით დავადგინეთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი 46 327 მოქალაქე იქნა იძულებით მობილიზებული. ეს არის რიცხვი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის“, განაცხადა სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მდივანმა, ბრიგადის გენერალმა დმიტრო უსოვმა მესამე საერთაშორისო კონფერენცია Crimea Global-ზე.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან 35 000-ზე მეტი ადამიანი იქნა მობილიზებული, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან - თითოეულდან 5 000-ზე მეტი, ზაპოროჟიეს ოლქიდან - 500-ზე მეტი და ხერსონის ოლქიდან - თითქმის 500.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса