Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

თეთრ სახლში გრენლანდიასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობა ვერ დაძლიეს

0

14 იანვარს, საღამოს, თეთრ სახლში აშშ-ის, დანიისა და გრენლანდიის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის სურვილი დანიის ავტონომიურ ტერიტორიაზე, გრენლანდიაზე, კონტროლის დამყარების შესახებ.
ტრამპის თქმით, აშშ-ს დანიასთან კარგი ურთიერთობები აქვს, მაგრამ ვაშინგტონს ვერ ექნება მოლოდინი, რომ არქტიკული კუნძულის დაცვას დანია შეძლებს. მისი თქმით, დანია ვერაფერს გააკეთებს, თუ რუსეთი ან ჩინეთი გრენლანდიის „ოკუპაციას“ მოისურვებენ, მაშინ როცა აშშ-ს „ყველაფერი" შეუძლია. მან მოიყვანა ვენესუელაში აშშ-ის ბოლოდროინდელი სამხედრო ოპერაციის მაგალითი.
დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები თეთრ სახლში შეხვდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. შეხვედრის შემდეგ მათ მოლაპარაკებას „კონსტრუქციული“ უწოდეს და ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის განზრახვის შესახებ განაცხადეს. ამავდროულად, აღნიშნეს, რომ მხარეებს შორის გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით კვლავ არსებობს „ღრმა უთანხმოებები“ და ვერ მოხერხდა აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციის შეცვლა. მათ ასევე განაცხადეს, რომ „გრენლანდია არ იყიდება“.
დანიამ 14 იანვარს გამოაცხადა, რომ გაზარდა კუნძულზე სამხედროების რაოდენობა. იუწყებოდნენ, რომ 14 იანვრის საღამოს გრენლანდიაში ჩაფრინდა დანიის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სამხედროები იმყოფებოდნენ. დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ნატოს რამდენიმე მოკავშირის სამხედრო პერსონალი მალე მონაწილეობას მიიღებს რეგიონში სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების გეგმების მოსამზადებელ მისიაში.

რამდენიმე ქვეყანამ უკვე განაცხადა გრენლანდიაში ჯარების გაგზავნის თაობაზე ამ მისიაში ან დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად.
საუბარია საბრძოლო დანაყოფებზე. უცხოელი სამხედროების საერთო რაოდენობა კი ათეულით შემოიფარგლება. კერძოდ, ნორვეგიამ გაგზავნა ორი ოფიცერი. გერმანიამ 13 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის შესახებ განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც გამოაცხადა წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ფრანგი სამხედროების გაგზავნის შესახებ. სწავლებაში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ კანადისა და ნიდერლანდის ჯარებიც. ეს არ არის ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაცია.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების სურვილი. მან პირველად ეს იდეა 2019 წელს, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გამოთქვა. ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის სამხედროებისთვის და რომ დანიამ საკმარისი არ გააკეთა მის დასაცავად.
გრენლანდიის სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის მას აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვან ადგილად აქცევს. მინერალური რესურსებით სიმდიდრე ასევე თანხმობაშია ვაშინგტონის სურვილთან, შეამციროს ჩინურ ექსპორტზე დამოკიდებულება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса