Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ლონდონში განიხილავენ ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის მოდელს

0

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები ავსტალიის გამოცდილებას გაეცნობიან, როგორ შეიძლება აკრძალონ არასრულწლოვანებისთვის სოციალური ქსელების მომხარება. ამასთან ლონდონში სურთ გაამკაცრონ სკოლებში მობილური ტელეფონის მოხმარების წესები.

ბრიტანეთს მთავრობის განცხადებით, მათ მიზანია შეისწავლონ რამდენად ეფექტიანი იქნება ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა და როგორ შეიძლება ამ დათქმის საუკეთესოდ განხორციელება.

ავსტრალიამ, 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გასულ თვეში აკრძალა სოციალური მედია.

დიდი ბრიტანეთის მთავრობას კონკრეტული ასაკობრივი ზღვარი არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადეს, რომ განიხილავენ „გარკვეულ ასაკამდე ბავშვებისთვის“ აკრძალვის საკითხს. ამათან გადაიხედება წესები, რომლის მეშვებითად ინტერნეტში შესაღწევად ბავშვის ასაკის დადგენის უფრო ქმედითი მოდელი შემუშავდება.

შეშფოთება გაზარდა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კონტენტის ბოლოდროინდელმა სწრაფმა განვითარებამ. განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობები, რომ კომპანია xAI-ს მიერ შექმნილმა ჩეთბოტმა, Grok-მა მოახდინა არასრულწლოვანთა სექსულური ხასიათის სურათების გენერირება.

ბრიტანეთის მთავრობამ უკვე შეიმუშავა გეგმა, ხელოვნური ინტელექტის მიერ გაშიშვლების ინსტრუმენტების სრული აკრძალვის შესახებ. მუშაობენ იმაზე, რომ ბავშვებს არ შეეძლოთ შიშველი სურათების გადაღება, გაზიარება ან ნახვა თავიანთ მოწყობილობებზე.

შეშფოთება, რომ სოციალური ქსელების, მობილური ტელეფონების და სხვა გაჯეტების ბავშვების მიერ მოხმარება უარყოფითად მოქმედებს მათ დამოკიდებულებეზე და ფსიქიკურ ჯანმთელობაზე ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს.

გასულ კვირაში დანიამ განაცხადა, რომ აპირებს 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების მოხმარების აკრძალვას. ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ შეისწავლიან რამდენად შეესაბამება ისეთი პრატფორმები როგორებიცაა მაგალითად YouTube და Snapchat არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ციფრული მომსახურების კანონის მოთხოვნებს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса