Добавить новость
ru24.net
World News
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ტრამპი: სიტუაციის სტაბილიზაციამდე ნავთობთან დაკავშირებულ სანქციებს მოვუხსნით ზოგიერთ ქვეყანას

0

აშშ ნავთობის გაზრდილი ფასის შესამცირებლად ნავთობთან დაკავშირებულ სანქციებს მოუხსნის ზოგიერთ ქვეყანას, სანამ სიტუაცია ისევ სტაბილური არ გახდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა 9 მარტს, ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტრამპს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია. სანქცირებულებს შორის რუსეთიცაა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო.

მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, თეირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამ სრუტის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება ვეღარ ხდება.9 მარტს ბარელი ნავთობის ფასმა, 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 აშშ დოლარს.დღეს, 10 მარტს აზიის ბირჟებზე ვაჭრობის დაწყებისას Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი ას დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა და დაახლოებით 92 აშშ დოლარი შეადგინა. ბაზარს ეს რეაქცია ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მალე დასრულდება.

აშშ-ის მიერ სანქცირებულია რუსული ნავთობიც. 9 მარტს ტრამპს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან

ირანის წინააღმდეგ 28 თებერვლიდან მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო ნავთობის მსოფლიო ბაზარზე შექმნილი დაძაბული სიტუაციის შესამსუბუქებლად, ჯერ კიდევ 6 მარტს შეერთებულმა შტატებმა ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს 30 დღით მოუხსნა რუსული ნავთობის შეძენის აკრძალვა. საუბარია უკვე ტანკერებზე ჩატვირთულ ნავთობზე.აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 6 მარტს, ტელეარხ Fox Business-თან ინტერვიუში არ გამორიცხა სანქციების შესუსტება ასეულობით მილიონი ბარელი რუსული ნავთობით უკვე დატვირთული ტანკერებისთვის.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса