Добавить новость
ru24.net
World News
Апрель
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

ნეთანიაჰუ: ჩვენ ჯერაც მისაღწევი გვაქვს ზოგიერთი მიზანი

0

"მსოფლიო ხედავს ხოცვა-ჟლეტას ლიბანში", - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი. მან 8 აპრილს საღამოს X-ზე დაწერა:

„ირანი-აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის პირობები ნათელი და აშკარაა: აშშ-მა უნდა აირჩიოს - ცეცხლის შეწყვეტა, თუ ომის გაგრძელება ისრაელის მეშვეობით. ორივე ერთად შეუძლებელია. მსოფლიო ხედავს ხოცვა-ჟლეტას ლიბანში. ბურთი აშშ-ის მოედანზეა და მსოფლიო აკვირდება - იმოქმედებს თუ არა ის თავისი ვალდებულებების შესაბამისად".

ოთხშაბათსვე ისრაელის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფონზე აგრძელებს სამხედრო კამპანიას ჰეზბოლას წინააღმდეგ და იმეორებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ ვრცელდება ლიბანზე.

"ირანი ისეთი სუსტია, როგორც არასდროს ყოფილა და ისრაელი ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს ყოფილა", - განაცხადა 8 აპრილს ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის ვიდეომიმართვაში ისრაელის მოსახლეობისადმი, რომელსაც მადლობა გადაუხადა "მედეგობისთვის".

ისრაელის ლიდერი აცხადებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მის მიზნებს არ ცვლის:

"ჩვენ ჯერაც მისაღწევი გვაქვს ზოგიერთი მიზანი და ჩვენ მივაღწევთ ამ მიზნებს ან შეთანხმებითა და კონსენსუსით ან ომის განახლებით, რადგან ჩვენ მზად ვართ ამისთვის, როცა კი ეს აუცილებელია.

ჩვენი თითი სასხლეტზეა. როგორც ყველამ იცით, დროებითი ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდა გასულ ღამით ირანსა და აშშ-ს შორის, ისრაელთან კოორდინაციით. არა, მათგან მოულოდნელობა არ ყოფილა და მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის კამპანიის დასასრული. ეს არის მხოლოდ მომზადება ჩვენს მიერ ყველა მიზნის მიღწევის გზაზე".

ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ "ირანის შედის მოლაპარაკებებში დამარცხებული და ისეთი სუსტი, როგორც არასდროს ყოფილა. მან გამოთქვა ჰორმუზის სრუტის გახსნის დაპირება მას შემდეგ, რაც დათმო ყველა მანამდე არსებული პირობა - ომის საბოლოოდ დასრულება, სანქციების მოხსნა და ცეცხლის შეწყვეტა ლიბანში".

ისრაელის პრემიერმინისტრი ირანის წინააღმდეგ ომს უწოდებს აშშ-სთან და "მეგობარ პრეზიდენტ ტრამპთან" ერთად განხორციელებულ "ისტორიულ ოპერაციას" - "უდიდეს ოპერაციას, რაც კი ახლო აღმოსავლეთში ოდესმე ყოფილა".

ნეთანიაჰუ მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს და აღნიშნავს, რომ ირანი "ათწლეულებით დახიეს უკან".

მან ილაპარაკა ირანში არსებულ ბირთვულ მასალაზე

"დავაზიანეთ ბირთვული ობიექტები, ცენტრიფუგის ობიექტები. რაც შეეხება ბირთვულ მასალას, ის რჩება ირანის ხელში და როგორც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა თქვა, ეს მასალა - გამდიდრებული ურანი სრულად იქნება გამოტანილი ირანიდან - ეს მოხდება ან შეთანხმებით, ან ომის განახლებით".

ნეთანიაჰუმ აღწერა ის ზიანი, რომელიც ირანის რეჟიმს მიადგა სამხედრო ოპერაციების შედეგად:

"...დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მივაკვლიოთ მათ სადაც არ უნდა იყვნენ. ვერსად დაიმალებიან. ჩვენს სამიზნეში იყვნენ ტირან ხამენეის მაღალჩინოსნები, თავიანთი ოჯახის წევრებიანად და ბასიჯის წევრები. შედეგად, ჩვენ ვჭედავთ ახალ მეგობრობას და ვიძენთ ახალ მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში".

ისრაელის ლიდერი ხაზგასმით აღნიშნავს:

"მე განვაცხადე, რომ ირანთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტა არ მოიცავდა ჰეზბოლას და ჩვენ ვაგრძელებთ მათთან ბრძოლას მთელი ძალით".

ნეთანიაჰუს სიტყვებით ისრაელი "გუდავს ჰამასს ყველა მხრიდან" და ცდილობს უსაფრთხოების ზოლის გაფართოებას სირიასა და ლიბანთან.

"ჩვენ შევცვალეთ ახლო აღმოსავლეთი იმგვარად, რომ ეს დრამატულად სარგებლის მომტანია ისრაელის სახელმწიფოსთვის და გავაგრძელებთ ამას, ვინაიდან ჩვენ ვართ ისინი, ვინც იჩენს ინიციატივას, ვართ პროაქტიულები და ჩვენ ვართ გამარჯვებული მხარე", - განაცხადა 8 აპრილის ვიდეომიმართვაში ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

8 აპრილს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ევროპის ქვეყნებისა და იაპონიის ლიდერებმა, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა გავრცელდეს ლიბანზეც.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса