საქალაქო სასამართლოში დაიწყო ტერორიზმის მცდელობაში ბრალდებული პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის საქმის არსებითი განხილვა. პროკურატურა მის დამნაშავედ ცნობას მოითხოვს, დაცვა - გამართლებას. თავად ელისაშვილი კი ამბობს, რომ სასამართლოში „იღლიაში ბენზინამოჩრილი“ მივიდა.