კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე დღეებით ადრე, სამიდან ერთი კანდიდატი - მიტროპოლიტი იობი - ამბობს, რომ მას დიპლომი მოჰპარეს; ხოლო მოსაყდრე შიო მუჯირის არჩევა ეკლესიისთვის საშიში ჰგონია სინოდის წევრ მთავარეპისკოპოს ზენონ იარაჯულს. ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევნების წინ მიუთითებენ გარე ჩარევაზეც.