Добавить новость
ru24.net

World News in Georgian

Новости от Russia24.pro

Russia24.pro Каталог
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30
31

Все новости

უნგრეთი უკრაინას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, სანამ არ განახლდება მილსადენ „დრუჟბით“ უკრაინის გავლით უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება.

2028 წელს, როცა XI-XII კლასის მოსწავლეები ერთად დაასრულებენ სწავლას, უნივერსიტეტების კვოტები გაორმაგდება

Radiotavisupleba.ge 

ახალი გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის კვალდაკვალ, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მისაღები კვოტები გაორმაგდება.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დრონებით რუსეთზე უფრო მასშტაბური შეტევა იყო, ვიდრე უკრაინაზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა და უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით ერთმანეთზე მორიგი შეტევა მიიტანეს. გასული ღამის განმავლობაში და დილით დარტყმების მთავარ სამიზნეებს შორის იყო ენერგოობიექტები. რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლების ცნობით, უკრაინის მხრიდან სარაკეტო შეტევაც იყო.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი: საქართველოს აღსასრულებელი აქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები 77 საქმეზე

Radiotavisupleba.ge 

25 მარტს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) განაჩენებისა და გადაწყვეტილებების შესრულებაზე 2025 წლის განმავლობაში. კომიტეტი აცხადებს, რომ ბევრ ქვეყანაში აღინიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა არის მნიშვნელოვანი გამოწვევებიც.

Визит первой леди Грузии в США: основные темы

ИА «Новости-Грузия» 

В рамках исторического визита в США первая леди Грузии обсудила с Белым домом и техгигантами, как дать детям свободу инноваций, не лишая их социализации и безопасности



რუსეთის მხრიდან ესტონეთის ტერიტორიაზე შესული დრონი ელექტროსადგურის საკვამურს მოხვდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც დასახლებულ პუნქტ აუვერეში მდებარე ელექტროსადგურის საკვამურს მოხვდა. 25 მარტს გამთენიისას მომხდარი ინციდენტის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით წერს ესტონური გამოცემა ERR. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოცემას მოჰყავს ესტონეთის გენერალური პროკურორის, ასტრიდ ასის განცხადება, რომ წინასწარი შეფასებით, დრონის სამიზნე უშუალოდ ესტონეთი არ ყოფილა, თუმცა ყველა გარემოების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიებას პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებენ. Читать дальше...

ლატვიაში აფეთქდა რუსეთის მხრიდან შესული დრონი

Radiotavisupleba.ge 

ლატვიის საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან შევიდა და ჩამოვარდა უპილოტო საფრენი აპარატი. ამის შესახებ დღეს, 25 მარტს განაცხადა ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ. მისივე ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. ლატვიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატი კრასლავის რაიონში აფეთქდა. მისი ნამსხვრევები ნაპოვნია და მიმდინარეობს ინციდენტის გარემოებების გამოძიება. ადგილზე იმყოფებიან შეიარაღებული ძალების, სასაზღვრო სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლები. Читать дальше...

დანიის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მმართველმა კოალიციამ მიიღო

Radiotavisupleba.ge 

დანიის პარლამენტის ვადამდელი არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი, ხმების 21,9% პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო, თუმცა წინა არჩევნებთან შედარებით ათზე მეტი მანდატი დაკარგა. მმართველმა კოალიციამ, რომელშიც სოციალ-დემოკრატებთან ერთად არიან მემარჯვენე-ლიბერალური პარტია „ვენსტრე“ და ლიბერალური პარტია „ზომიერები“, საერთო ჯამში მოიპოვა პარლამენტის 179-დან 84 მანდატი, თუმცა ამ კოალიციის შენარჩუნება ეჭვქვეშ დგას. მმართველ კოალიციას წინა არჩევნების შედეგად 85 მანდატი ჰქონდა და მთავრობის ფორმირება... Читать дальше...

FT: ირანი აცხადებს, რომ „არამტრულ“ გემებს ჰორმუზის სრუტის გავლა შეუძლიათ

Radiotavisupleba.ge 

ირანის ხელისუფლება მასთან კოორდინაციის შემთხვევაში „არამტრულ“ გემებს მისცემს ჰორმუზის სრუტით ტრანზიტის უფლებას. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით. წერილში ნათქვამია, რომ ირანმა მიმართა ზომებს, რათა აღკვეთოს „აგრესორებისა და მათი მომხრეების მიერ ირანის წინააღმდეგ მტრული ოპერაციები ჰორმუზის სრუტის გამოყენებით“ და შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და კონფლიქტის სხვა მონაწილეებთან... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса