ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები, რომელთა თანახმად, ბათუმზე ქიმიური შეტევა ხორციელდება, რაც უკავშირდება საზღვაო ნავსადგურში, ღია ცის ქვეშ აზოტისა და დაუმუშავებელი გოგირდის გადატვირთვას და დასაწყობებას. პლაკატებს, რომელთა გაკვრის ინიციატორი ჯერჯერობით დაუდგენელია, ახლავს ტექსტი, იმის შესახებ, რომ ბათუმის პორტში მასის გადამუშავებისას წარმოიქმნება პუდრისებრი მტვერი და ქარის მიერ მისი გაბნევა მავნე შედეგებს იწვევს ადამიანის ორგანიზმის და ეკოსისტემისთვის. ფეისბუქში შექმნილია გვერდიც, „ქიმიური შეტევა ბათუმზე.“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ბათუმის პორტს არაგეგმურად ამოწმებენ მიმართვის საფუძველზე, რომლის თანახმად, ნავსადგურში ხდება სხვადასხვა სახის მშრალი ტვირთის გადაზიდვა და გარკვეული სახის ნივთიერება ვრცელდება ატმოსფერულ ჰაერში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსის, ნატო დავითაძის ინფორმაციით, შეტყობინება მიიღეს სხვადასხვა გზით, მათ შორის საქართველოს პარლამენტიდან. „ვინაიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურს გააჩნია გარემოზე ზედამხედველობის ნებართვა, დავიწყეთ არაგეგმური შემოწმება. ნებართვა გაცემულია გარკვეული ტვირთების დამუშავებაზე, რაც გულისხმობს მიღებას, სათანადოდ დასაწყობებას და გატანას“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას ნატო დავითაძემ. მისი ინფორმაციით, მოწმდება დაცულია, თუ არა ნებართვით გათვალისწინებული პირობები და სრულდება, თუ არა დადგენილი ნორმები. „შემოწმების დასრულებამდე შეუძლებელია პასუხის გაცემა, თუ რა და როგორ ხდება ბათუმის პორტში“ - განაცხადა ნატო დავითაძემ.
«Всю жизнь я зарабатывал пением и… легким аферизмом». Прохор Шаляпин раскрыл источники дохода в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3
Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: «Волшебные башмачки Элли» - эта постановка создана по мотивам знаменитой сказки Александра Волкова «Волшебник Изумрудного города»
Сказка театра Ульгэр в Бурятии «Волшебный платок бабушки Дари» - это захватывающее путешествие в мир волшебства - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети:
Хирург Володченков: у певицы Агузаровой не видит глаз из-за неудачной пластики
Филипп Киркоров, Shaman, Сергей Жуков, Катя IOWA показали награды и наряды в студии "Авторадио"
Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: Учащиеся Гурульбинской школы восхитились мастерством жонглирования, игрой с хула-хупами, иллюзионистами цирка Бурятии
В аэропорту Пулково задержали девять рейсов и отменили еще два
В аэропорту Пулково задержали шесть рейсов и отменили еще один