Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2018

ვაშინგტონში გაიმართა მაიკ პომპეოს და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა

0
ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა, სადაც სახელმწიფო მდივანმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. საქართველოს მთავრობის პრესცენტრის ცნობით, კვირიკაშვილი 21-23 მაისს სტუმრობს აშშ-ს და მონაწილეობს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაში. 23 მაისს, პრემიერ-მინისტრი დაესწრება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვაშინგტონში, "შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში" გაიმართება. საქართველოს დელეგაცია ასევე მოიცავს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს, ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თედო ჯაფარიძეს.  



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса