იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ ეკონომისტ კარლო კოტარელის დაავალა ჩამოაყალიბოს მთავრობა, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე იმუშავებს. 28 მაისს, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, კარლო კოტარელიმ განაცხადა, რომ მზად არის შექმნას „ტექნოკრატების მთავრობა,“ რომელიც ქვეყანას უხელმძღვანელებს სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისამდე, სანამ ვადამდელი არჩევნები გაიმართება. ამასთან, თუ იტალიის პარლამენტი კოტარელის კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს, ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, სექტემბერში დაინიშნოს.
პრეზიდენტმა მატარელამ კარლო კოტარელის „ტექნოკრატების მთავრობის“ შექმნა მას შემდეგ თხოვა, რაც 27 მაისს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ჯუზეპე კონტემ პრეზიდენტს დაუბრუნა მთავრობის ფორმირების მანდატი. იტალიაში, მარტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა, თუმცა, ნაციონალისტურ-კონსერვატიულმა და პოპულისტურმა პარტიებმა, „ჩრდილოეთის ლიგამ“ და „ხუთმა ვარსკვლავმა“ შექმნეს კოალიცია და პრემიერ-მინისტრად წარადგინეს იურისტი ჯუზეპე კონტე. მან პრეზიდენტისგან 23 მაისს მიიღო მთავრობის ფორმირების მანდატი. უთანხმოების მიზეზად იქცა კონტეს მიერ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე პაოლო სავონას წარდგენა. პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ამ კანდიდატურას ვეტო დაადო. 81 წლის სავონა ევროინტეგრაციის აქტიური მოწინააღმდეგეა. იტალიის პრეზიდენტის განცხადებით, მან როგორც საზოგადოების და ეკონომიკის სტაბილურობის გარანტმა, სავონას კანდიდატურა უარყო, რადგან იტალიაში პოპულისტური მთავრობის შექმნის პერსპექტივამ შეაშფოთა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები.
Компактные ирригаторы, электрические щетки и насадки ДиФреш по старым ценам с доставкой в РФ
Карелия: от Кижи по Полярного сияния. Что посмотреть в путешествии
В Реутове обсудили профессиональное становление инвалидов и лиц с ОВЗ
Театрально-кукольные вести из Бурятского театра "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети - Серебряные звездочки засветились в буддийском дацане в Иволге
'Y'all killed it': Survive the Undead, a community-made PvE zombie mode, is bringing players back to Halo Infinite
Представлен кооперативный геймплей Warhammer 40,000: Space Marine 2
Microsoft reckons its new Prism x86 emulation for Arm PCs is as good as Apple's Rosetta
Bungie wins a little walkin' around money in first of its kind jury trial against Destiny 2 cheat maker, but the victory will likely make it even easier for game companies to keep taking cheaters to court