აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი და მისი მოკავშირე რუსეთი და ირანი გააფრთხილა, უარი თქვან წინდაუხედავ იერიშზე იდლიბის პროვინციაში, რომელსაც ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული მეამბოხეები აკონტროლებენ. ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსები და ირანელები პოტენციურ ადამიანურ ტრაგედიაში მონაწილეობით სერიოზულ ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ, რადგან შესაძლოა, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპოს. აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს და ირანს მიმართა, ეს არ დაუშვან.
3 სექტემბერს ირანმა მხარი დაუჭირა იდლიბზე სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან მოსალოდნელ შეტევას. ეს პროვინცია ერთადერთი დიდი რაიონია, რომელსაც დღემდე აკონტროლებს შეიარაღებული ოპოზიცია. რუსეთის და ირანის მიერ მხარდაჭერილმა ასადის რეჟიმმა ბოლო წლებში კონტროლი აღადგინა მეამბოხეთა მიერ კონტროლირებულ თითქმის ყველა მსხვილ ქალაქზე და ამჟამად იერიშს ამზადებს იდლიბზე, სადაც სამ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. გაერო შიშობს, რომ იდლიბზე შეტევა ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. 2017 წლის სექტემბერში, ასტანაში გამართულ მოლაპარაკებაზე რუსეთი, ირანი და თურქეთი შეთანხმდნენ იდლიბის დეესკალაციის ზონად გამოცხადებაზე. 7 სექტემბერს, ამ სამი ქვეყნის წარმომადგენლები მოლაპარაკებას ირანში გამართავენ. შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, 3 სექტემბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა დამასკოში, სადაც მოლაპარაკება გამართა სირიის მთავრობასთან. ირანის, რუსეთის და თურქეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს საფრანგეთიც. საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, მოლაპარაკების მიზანია რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა ზეწოლა მოახდინონ ასადის რეჟიმზე. სირიის საკითხს 5-6 სექტემბერს თურქეთში ვიზიტისას განიხილავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მასიც. მისი განცხადებით, გერმანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღიკვეთოს იდლიბის პროვინციაში მოსალოდნელი ჰუმანიტარული კატასტროფა.
Поклонники Виктора Цоя рассказали, как отметят день рождения музыканта
Регистрация Модели в Сервисах Кастингов для получения Заказов на съемки!
Певица Анна Семенович снялась на фото с женатым любовником в салоне автомобиля
Цифра дня: Тимати купил автомобиль более чем за 65 миллионов рублей — БлокнотРУ — Новости шоу-бизнеса России сегодня. Новости шоу бизнеса. Новости шоу-бизнеса России. Новости шоу бизнеса России сегодня. Последние новости шоу бизнеса России. Скандалы шоу бизнеса России. Шоу бизнес России сегодня. Новости. Новости шоу бизнеса России 21 июня 2024