Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2018

ამერიკულ "შავ სიას" დაემატა პუტინის პირადი მზარეულის სახელით ცნობილი ბიზნესმენიც

0
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „შავ სიაში“ შეიტანა რუსეთის 27 მოქალაქე და 6 კომპანია. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულია კანონის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლას სანქციების გზით. „შავ სიაში“ შეტანილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კავშირი აქვთ რუსეთის თავდაცვით და სადაზვერვო სტრუქტურებთან. მათ შორის არიან „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანია“ და მის მთავარ დამფინანსებლად მიჩნეული, პრეზიდენტ პუტინის პირადი მზარეულის სახელით ცნობილი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომლის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქციებიც. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „ვაგნერის“ არსებობას უარყოფს, არაერთი წყარო ადასტურებს, რომ ამ კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები სირიის პრეზიდენტ ასადის და დონბასელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძვიან. „შავ სიაში“ მოხვდნენ პრიგოჟინის მიერ კონტროლირებული კომპანიები „კონკორდი“ და „ინტერნეტ-კვლევების სააგენტო,“ რომელსაც აშშ ადანაშაულებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. სიაშია რუსეთის სამხედრო დაზვერვის 12 ოფიცერიც, რომლებსაც სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა ბრალად დასდო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა. „შავ სიაშია“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტურქტურაში შემავალი კომპანია „ობორონლოგისტიკაც.“ აშშ სანქციებს დაუწესებს ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც საქმიან ურთიერთობას დაამყარებენ „შავ სიაში“ შეყვანილ პირებთან.


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса