საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს მიმართავს,თაღლითური შეთავაზებების შემთხვევაში, დაუკავშირდენენ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს და ნებისმიერი საეჭვო ტიპის ინფორმაცია გადაამოწმონ.
“მინდა მიგმართოთ ყველას თხოვნით, გადაამოწმოთ მსგავსი ინფორმაცია, რომელიც შემოდის მიზანმიმართულად ჩვენი თანამემემულეების ჯგუფებში და კონკრეტულ პიროვნებებთან, გამოიყენოთ ამისთვის საქართველოს საელჩოებში და საკონსულო დაწესებულებებში მოქმედი 24 საათიანი ცხელი ხაზის სერვისი, რომ უპირველეს ყოვლისა დაცული იქნას თქვენი მოქალაქეობივი უფლება - მიიღოთ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა. ამისთვის ხელისუფლებამ ყველა პირობა შეუქმნა ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთის ქვეყნებში. საკონსულო დაწესებულებები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობენ.“
ზვიად კვაჭანტირაძემ შეახსენა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საკონსული აღრიცხვის ვადა 11 ნოემბერს იწურება.
„მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს და ორგანოებს, ზემოთ აღნიშნული შესაძლო თაღლითური სქემები აუცილებლად სასწრაფო რეჟიმში იქნას გამოძიებული და გაშიფრული და დადასტურების შემთხვევაში აუცილებლად მიღებული იქნას შესაბამისი სამართლებრივი ზომები“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
„ქართულო ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“, „რუსთავი 2“ ის დახმარებით, არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით საზღვარგარეთ ბინძური კამპანია აქვს დაწყებული.
Ирина Ортман оставляет в прошлом «Всё, что было вчера».
Крупный российский туроператор начал продажи туров в Таиланд со скидками 15%
Работники сервисного локомотивного депо (СЛД) «Боготол-Сибирский» филиала «Красноярский» ООО «ЛокоТех-Сервис» приняли участие в соревнованиях Роспрофжел «Мы вместе»
PREMIER проведет фестиваль «Лето PREMIER» по всей России
СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.
Как Россия уступила Азербайджану значительные территории Дагестана и два села
Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует:
Отделение СФР по Москве и Московской области выплатило единовременное пособие при передаче ребенка на воспитание в семью 474 семьям региона
Галина Ржаксенская впервые стала участником ПМЭФ в Санкт-Петербурге
Группа Metallica даст виртуальный концерт в Fortnite 22 июня
Сергей Собянин: Активно укрепляем отношения с Китаем
Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: «Волшебный платок бабушки Дари» - это захватывающее путешествие в мир бурятской сказки, которое не оставит равнодушным ни одного зрителя
Собянин сообщил о планах благоустройства территорий школ и детских садов